აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ცხოველთა თავშესაფარში, შობამდე ცოტა ხნით ადრე, ყველა ბინადარი დააბინავეს. CBS-ის ინფორმაციით, ახალი ოჯახი სულ 598 ძაღლსა და კატას უპოვეს და ასეთი რამ თავშესაფარში 47 წლის მანძილზე პირველად მოხდა.
სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ს თავშესაფრებში ყოველ წელს 6,3 მილიონი ცხოველი ხვდება და შემდეგ ახალ ოჯახს 4,1 მილიონისთვის პოულობენ.
თავშესაფრის წარმომადგენლები აპირებენ, რომ სხვა შტატებში განთავსებულ თავშესაფრებსაც დაეხმარონ და ცხოველთა ნაწილი თავისთან წამოიყვანონ, რადგან ყველა ვოლიერი ცარიელი აქვთ. ეს კი ბევრი ცხოველისთვის გადარჩენის შანსი იქნება.