მთელი მსოფლიოს მასშტაბით პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებელი შეუჩერებლად ეცემა. მიმდინარე წელი ამ მაჩვენებლით 2007 წელზე უარესად სახელდება, რომელიც კომპიუტერების მწარმოებლების თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი იყო.
2016 წლის ამავე პერიოდის მონაცემებით, წელს კომპიუტერების გაყიდვები 4,3 პროცენტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი დაახლოებით 11 თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.
სხვადასხვა ქვეყნების ანალიტიკოსების განაცხადებით, ბოლო დროს კომპიუტერები ძვირდება, მოსახლეობა კი მისი შეძენისგან თავს იკავებს, თუმცა მათი პროგნოზით უახლოეს მომავალში კომპიუტერებზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება.
