LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა, უკრაინა შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი, შემდეგ კი რუსეთს ექნება ტერიტორიული დავა ალიანსში არსებულ სახელმწიფოსთან

112
დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს ეშინია უკრაინის ნატოში შესვლის „ტერიტორიული დავის“ გამო. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

„უკრაინა შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი, შემდეგ კი რუსეთს ექნება ტერიტორიული დავა ალიანსში არსებულ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მიუხედავად ამისა, პესკოვის თქმით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლა კრემლის შეშფოთების საგანია.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რა შედეგები მოჰყვება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი აბსოლუტურად უპირობოდ“, – თქვა პესკოვმა.

ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა, ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს. პუტინს მხარს უჭერს მთელი ქვეყანა. მას მთელი თაობა უჭერს მხარს. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას და თქვენ უკეთესად იცხოვრებთ, თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კრისტინა ქუინმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გვერდი აუაროს MAP-ის პროცედურას და შეუერთდეს ნატოს, თუ ალიანსის მოთხოვნების უმეტესობას დააკმაყოფილებს.

აშშ: უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყირიმი და დონბასი

პუტინი: უკრაინაში დიდი ხანია შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რასაც ხელს უწყობენ დასავლეთის ქვეყნები – ნაცისტებს სახელმწიფო დონეზე, არსად არ ადიდებენ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g