LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტმა დაიძინა, თვითმფრინავის მართვა კი სტაჟიორს მიანდო

35

პაკისტანელმა პილოტმა თვითმფრინავის მართვა სტაჟიორს მიანდო, თავად კი დასაძინებლად წავიდა.

გამოცემა „Dawn“-ის ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Pakistan Airlines-ის ბორტზე მოხდა. მთავარი პილოტი ამირ არხატ ხაშმინი ისლამაბადიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა და ამ დროს ბორტზე 205 მგზავრი იმყოფებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კაპიტანს ეს ფაქტი დიდად არ აღელვებდა და იმის მაგივრად რომ ახალბედა პილოტისთვის ფრენა ესწავლებინა, კაბინაში სრულიად მარტო დატოვა და თავად დასაძინებლად გაემართა. მძინარე პილოტი ბიზნეს-კლასის მგზავრებმა შეამჩნიეს და მოგვიანებით მასზე საჩივარიც დაწერეს. ხოლო, თუ რა ზომებს მიიღებს ავიაკომპანია დაუდევარი პილოტის დასასჯელად ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები