პინკმა სიმღერაზე „Wild Hearts Can’t Be Broken“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა. ვიდეოში მუსიკოსის უფროსი ქალიშვილი, უილოუ მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ გოგონა ცნობილი დედის კლიპში გამოჩნდა: 2015 წელს ის ვიდეოში „Just Like Fire“, 2013-ში კი კლიპში „True Love“ გამოჩნდა, – ამ უკანასკნელში ის 2 წლის იყო. რაც შეეხება უმცროს ვაჟიშვილს, 2 წლის ჯეიმსონს, ის პინკის კლიპებში ჯერ არ გამოჩენილა.