პინკის ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. Hustle – ასე ჰქვია მეორე სინგლს ამერიკელი შემსრულებლის მერვე სტუდიური ალბომიდან, Hurts 2B Human, რომელიც დღის სინათლეს 26 აპრილს იხილავს.
აღსანიშნავია, რომ სიახლის ტექსტზე 39 წლის მომღერალმა, Imagine Dragons-ის ლიდერთან, დენ რეინოლდსთან ერთად იმუშავა.
ამასთან, გაირკვა, რომ ფირფიტაში, საიდანაც უკვე ცნობილია ლიდ სინგლი, Walk Me Home, სულ 13 ტრეკს, მათ შორის კი ისეთ შემსრულებლებთან დუეტებს მოვისმენთ, როგორებიც: ქალიდი და კრის სტეპლტონი არიან.
შეგახსენებთ, რომ პინკის წინა კრებული Beautiful Trauma, რომელიც ,,გრემიზე” წარადგინეს, 2017 წლით თარიღდება.