LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირადი საქმის გარჩევა…სიუჟეტის აგება სცდება ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს” – გერსამია მარიკა ბაკურაძის სიუჟეტზე

320
BeFunky-collage - 2022-11-29T014816.179

მედიაფსიქოლოგი და მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი, მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში “იმედის” ეთერში გასულ მარიკა ბაკურაძის სიუჟეტს ეხმაურება.

გთავაზობთ მიმოხილვას სრულად:

“1. ჟურნალისტის საქმიანობის ნაწილია საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება და სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება. არავის აბარებს ამაზე ანგარიშს, მათ შორის არც რომელიმე უწყებას.

2. წყაროსთან დაკავშირებას აქვს თავისი მიზანი, სტანდარტი. თუ ამას ჟურნალისტი იმიტომ აკეთებს, რომ წყარო დააბულინგოს, ეს ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა არაა. ეს პირადი საქმის გარჩევაა. ეთერში რატომ უნდა გავიდეს ასეთი რამ, როგორც “სიუჟეტი”, არ მესმის.

3. ჩვენ რატომ გვაჩვენეს ეს ყველაფერი? თვითცენზურა უნდა გაგვიჩნდეს? ჭკუით ვიყოთ? ქუჩური გარჩევაა? მე რატომ მაყურებინებთ ამას? კითხვები ჩნდება აქ.

4. ჟურნალისტს აქვს უფლება პასუხი გასცეს მას, ვინც მას აბულინგებს. სჯობდა ეს პასუხი დაფიქსირებულიყო სოციალურ ქსელში, ჟურნალისტს შეეძლო დაერეპორტებინა კომენტარები, ან რედაქციისთვის მოეთხოვა სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წაშლა. ანუ, საკამათო სიუჟეტში იყო სტრუქტურა და ჩემი აზრით, ასე სიუჟეტის აგება სცდება ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს. ასე მუშაობს სუსი, მედია ხომ სხვა ინსტიტუციაა?

პ.ს. გამახსენდა სხვა სიუჟეტები, სადაც ჟურნალისტები სიუჟეტებს უძღვნიან სხვა არხის ჟურნალისტებს და ლანძღავენ. ეს სატელევიზიო ეთერში, ამ პროფესიაში, “არ მოსულა”! ეს არაეთიკურია! აქვე, არც ჟურნალისტმა და არც პოლიტიკოსმა ხალხს საქმე არ უნდა გაურჩიოს. ჟურნალისტს შეუძლია პასუხის გაცემა ისე, რომ დაიცვას თავისი და სხვისი უფლებები”, – წერს მარიამ გერსამია.

შეგახსენებთ, „იმედის“ ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა. გადაცემის თემა სოციალურ ქსელში სხვისი შეურაცხყოფა იყო. იმედის დღის ჟურნალისტები სტუმართან განიხილავდნენ, თუ „როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელად. “

ამავე თემაზე:

„მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა, სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მხარში დავუდგები…დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი” – რას წერს ვახო სანაია

თოლორაია: შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს ტელეფონის ნომრები

„იმედის“ ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა სიუჟეტზე მოკვლევა დაიწყო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “იმედის” ეთერში გასულ, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g