LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირობითი შედარება იყო“ – პაპუაშვილი ლაშხის „გლობალური ომის პარტიისა“ და მასონების შედარების განცხადებაზე

154
შალვა პაპუაშვილი და მარიამ ლაშხი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ, უცხოურ მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის განცხადება, იმის თაობაზე, რომ მან „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა, „პირობითი შედარება იყო“.

პარლამენტის თავმჯდომარეს, ჟურნალისტებმა კითხვა მარიამ ლაშხის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს, რაზედაც მან შემდეგნაირად უპასუხა:

„რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს თუ მითითებებს, მე მგონი, თუ არ ავყვებით იმ ფაშისტურ კამპანიას და საღი აზრით შევხედავთ, რაზე იყო საუბარი, იქ იყო საუბარი… პირობითი შედარება.

იცით, რომ კითხვა შეეხებოდა გლობალური ომის პარტიას, ვინ არის, რა არის და ამასთან დაკავშირებით გააკეთა შედარება რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში, შეიძლება, სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, აქედან გამომდინარე გააკეთა შედარება და უპირველეს ყოვლისა, არ უგულისხმია, რომ გარკვეულ ჯგუფთან აქვს მითითება“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატს, მარიამ ლაშხს, ბრიტანული პოდკასტის – The News Agents-ის ჟურნალისტმა შეკითხვა „გლობალური ომის პარტიაზე” დაუსვა, რის საპასუხოდაც ლაშხმა ის მასონებს შეადარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები