LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში დაკავშირება მოხდა ოჯახებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი პირი ცხოვრობდა – ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, როგორ ხდება დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა

41
ზურაბ აზარაშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა. ზურაბ აზარაშვილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით  პარტია „საქართველოსთვის“ წევრების კითხვებს პასუხობს.

დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ ვინ ახორციელებს პროგრამის ბენეფიციართა შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ასევე ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენასა და წარდგენას შესაბამის უწყებაში.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი  პრაქტიკა არ არსებობს და ვრცლად განმარტა, თუ როგორ ხდება დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში სოციალურად დაუცველი პირების ჩართვა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგრამის მოსარგებლეთა სიას, კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.

დასაქმების სააგენტო, სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებთან პრაქტიკულად მუშაობს, უწყვეტ რეჟიმში ახდენს მათთან კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას.

„პირველ რიგში დაკავშირება მოხდა სოციალურად დაუცველ ისეთ ოჯახებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობდა“, –  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, პროგრამით დაინტერესებული სოციალურად დაუცველი პირების პირველად შერჩევას დასაქმების კონსულტანტები ახდენენ. ფასდება სოციალურად დაუცველი პირის ცოდნა, უნარები და სამუშაო გამოცდილება. შეფასების შედეგად სოციალურად დაუცველი პირები პირობითად, შემდეგ ჯგუფებად იყოფა: სოციალურად დაუცველები, რომლებსაც აქვთ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა და შესაბამისად მათი ცოდნა და უნარები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სურთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, მიუხედავად კვალიფიკაციისა; სოციალურად დაუცველები, რომლებიც ეწევიან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ან არიან არაფორმალურად დასაქმებულები. პროფილირების შედეგებიდან გამომდინარე, დასაქმების კონსულტანტები, სოციალურად დაუცველ პირს სთავაზობენ  დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსებში ჩართვას და შემდეგ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე, საკუთარი არაფორმალური დასაქმების ან არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებას.

„ნებისმიერი ერთი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებს სარეიტინგო ქულას, ფულად და არაფულად დახმარებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g