LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია მესამე პრეზიდენტს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნან და საკითხი პოლიტიკურად არ იყოს გამოყენებული: ეკა გიგაური

58
ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რათა საკითხი პოლიტიკურად არ იყოს გამოყენებული.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავრობის მთავარ ინტერესში იქნებოდა. ლოგიკურად ვერ ვხსნი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი ამდენი დღის სალაპარაკო რატომ შეიძლება გამხდარიყო”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები