„პირველად მესმის თქვენგან“, – ამ განცხადებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა კითხვას, რომელიც TikTok-ზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე კრიტიკული ვიდეოს გამო, კურიერის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ეხებოდა.
საუბარია კურიერზე, რომლის საქმის შესახებაც ინფორმაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ გაავრცელა და თქვა, რომ გამოიკვეთა სახიფათო ტენდენციები.
„TikTok-ზე კრიტიკული ვიდეოს გამო, კურიერი სამართალდამრღვევად ცნეს და 2 ათასი ლარით დააჯარიმეს“ – საიას თავმჯდომარე სახიფათო ტენდენციებზე მიუთითებს
„ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“ – ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ.“
კურიერმა ირაკლი მილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ავტობუსის ზოლში პოლიციისა და მერიის მანქანების გადაადგილებას აკრიტიკებდა.
როგორც მილაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, ამის შემდეგ მასზე პოლიციამ იძალადა.
„ოთხი პოლიციელი მირტყამდა… მეხუთე ვიდეოს იღებდა, რომ კალაძისთვის და ღარიბაშვილისთვის გაეგზავნათ“. – განაცხადა კურიერმა.
