LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

1020
ტრაგედია ზემო საზანოში

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა.

სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი.

„შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი… მძულს შვიდი რიცხვი.. დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა…“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

ტყუპი დები დღეს 15 წლის გახდებოდნენ. ტრაგიკულად დაღუპულ გოგონებს ახლობლები და მეგობრები იხსენებენ.

„გილოცავთ თქვენ შეუსრულებელლ 15 წელს, მაკლიხართ… ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებით“

@liziikkopaliani

გილოცავთ თქვენ შეუსრულებელლ 15 წელს💘 ძაან ძან მიყვარხართ ძააან ძაან მენატრებით💔 ძაან მაკლიხართ ეხლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებითთთ🥀

♬ original sound – 🧚🏾‍♀️

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… ადრე ვითვლიდი, უჩემოდ-თქო, ახლა პირიქითა დედი… აღარ ისმოდა თქვენი სიცილი, კისკისი და მადლობები… დეე, მხოლოდ ტირილი და ცრემლი იყო… 

როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის დეე…. აუტანელია ეს ყველაფერი … ნეტავ ისევ უჩემოდ აღგენიშნათ დე…“, წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონების დედა.

პირველი დაბადების დღე უთქვენოდ ..ადრე ვითვლიდი უჩემოდ მეთქი ეხლა პირიქითა დედი …აღარ ისმოდა თქვენი სიცილი კისკისი და…

Posted by Madona Gia Robaqidze on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024
magti 5g