მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ურთულესი პერიოდის შემდეგ, სანდრა ბულოკი მაქსიმალურად ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 61 წლის ოსკაროსანი მსახიობი ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მეხუთედ გადაიღეს. ამჯერად მას თან 11 წლის ქალიშვილი ლაილა ახლდა, რომელიც სანდრას მისი მეგობრის დაბადების დღეზე მიჰყავდა. მსახიობისა და მისი ქალიშვილის ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, ყოველდღიური იყო.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სანდრა ბალოკი ორივე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა
ცნობისთვის, ბალოკმა, რომელმაც საყვარელი მამაკაცი, ბრაიან რენდალი 2023 წელს, 57 წლის ასაკში დაკარგა, გასული წლის ბოლოს პირველად ისაუბრა თავის დანაკარგზე. Vanity Fair-თან ინტერვიუში ბულოკმა აღიარა, რომ რენდალის გარდაცვალების შემდეგ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ სანდრა ბალოკი ფოტოგრაფ ბრაიან რენდალს 2015 წელს შეხვდა, მსახიობმა რენდალს „თავისი ცხოვრების სიყვარული“ უწოდა. სანდრა მის გვერდით იყო გარდაცვალებამდე, 2023 წლის აგვისტოში.


