მაშინ, როდესაც ბევრი ქალბატონი უბრალოდ ოცნებობს, Victoria’s Secret-ის „ანგელოზების“ ადგილას იყვნენ, სხვები საკუთარ ოცნებას რეალობად აქცევენ.
არასტანდარტული ფორმების მქონე მოდელები თამამი ჩაცმულობით პოდიუმზე გამოჩნდნენ. ჩვენების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ საკუთარი სხეული ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც ხარ.
მაგალითად, 31 წლის ტეს ჰოლიდეიმ დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ 155 კილოგრამის დროსაც შეიძლება იყო წარმატებული მოდელი.