LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას გადმოგვცემდა

141
ტწტწ

კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას გადმოგვცემდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პოდოლიაკმა თქვა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინა საქართველოსთან დიპლომატიური არხების საშუალებით საუბრობს.

„ჩვენ სხვადასხვა დონეზე, როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, დიპლომატიური არხებით და პრეზიდენტის პირით, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის ბედი გადაწყდეს და ის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ. საქართველო ჯერ კიდევ ევროპისკენ არის ორიენტირებული. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაა. ევროპა ასევე ეფუძნება ჰუმანისტურ პრინციპებს. კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, გადმოგვცემდა ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას. ჩვენ ამაზე ოფიციალურად და დიპლომატიური არხებით ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გადავიყვანთ სააკაშვილს სამკურნალოდ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მიხაილო პოდოლიაკი ირაკლი კობახიძეს: არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g