პოდოლოგია იგივე პოდიატრია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ყველა შესაძლო დაავადებასა და პათოლოგიას ფეხის ტერფის შესახებ, მის დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკას, პრევენციას და უზრუნველყოფს მკურნალობას. ადამიანების უმეტესობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფეხის ტერფის პრობლემები უვითარდება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას არასწორად მორგებული ფეხსაცმლის ტარებით, ზოგადი ცვეთით, ტრავმის შედეგად ან დაავადების გართულებით.

პოდოლოგი არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს ტერფზე კანის და ფრჩხილის მდგომარეობა. განახორციელოს ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია და მკურნალობა. პირველი ნიშნები, შეიძლება იყოს დაზიანება ტერფის კანზე, მაგალითად გაუხეშებული ქუსლები, ნახეთქები, კოჟრის საწყისი ეტაპი, მცირე ცვლილება ფრჩხილზე და ა.შ. ეს ის ნიშნებია, როდესაც აუცილებელია ეწვიოთ სპეციალისტს.

დახეთქილი ქუსლი ერთ-ერთი გავრცელებულია პრობლემაა. პირველ რიგში, ეს პროცესი ჩნდება მაშინ, როდესაც კანი იწყებს ფეხის ტერფზე გამოშრობას. იწყება გარქოვანება, ჰიპერკერატოზია და შემდგომ სკდება. ასეთ დროს საჭიროა თავიდან ჩატარდეს პროცედურები და შემდეგ პაციენტი სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას. მკურნალობის დროს მთავარი და მნიშვნელოვანია კომფორტული ფეხსაცმელი, რომ ტრავმირება ავირიდოთ. აუცილებელია, რომ ფეხის ტერფი იყოს დატენიანებული. რაც შეეხება ფრჩხილებს, მასაც ჭირდება დატენიანება და სახლის პირობებში შესაძლებელია ფეხების ფრჩხილის დამატენიანებელი ზეთი გამოვიყენოთ.