LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია კონკრეტული ჯგუფების მიმართ მკვეთრად რეპრესიულ ძალას იყენებს: DRI აქციაზე დაკავებებს ეხმიანება

79
1

“პოლიცია მკვეთრად რეპრესიულ საპოლიციო ძალას იყენებს ინდივიდუალური საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ”, – ასე ეხმიანება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე აქტივისტების დაკავების ფაქტს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან 15-მდე პირი დააკავეს

როგორც DRI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შსს-ს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ DRI-ს მიერ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაკავება წინ უსწრებდა პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრის ფაქტს. შესაბამისად, მათი განცხადებით, არგუმენტი, რომ აქციის ორგანიზატორების ქმედება გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, საფუძველს მოკლებულია:

“2022 წლის 7 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის მეთერთმეტე დღეს, თბილისში, საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს რუსული მილიტარისტული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე აქტივისტები.

თავდაპირველად, აქცია საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობდა მოთხოვნებით: “დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან”, “აიკრძალოს რუსული მედია” და “დაიხუროს ცა რუსეთისთვის!” ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსული წარმოების პროდუქტები საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გაპროტესტების მიზნით.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რაც მათ მიერ გავრცელებული კადრებით დასტურდება, პროტესტის მონაწილეები კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაკავება წინ უსწრებდა პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრის ფაქტს. შესაბამისად, არგუმენტი, რომ აქციის ორგანიზატორების ქმედება გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, საფუძველს მოკლებულია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეების პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობით და ძალადობრივი ფორმებით დაკავება კანონშეუსაბამოა. საგანგაშოა ისიც, რომ რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი და რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები დააკავეს.

მიგვაჩნია, რომ პოლიცია მკვეთრად რეპრესიულ საპოლიციო ძალას იყენებს ინდივიდუალური საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე”, – აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მთავრობის ადმინისტრაციასთან 15-მდე პირი დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტუალეტის ქაღალდები ისროლეს და პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს. დაკავებულებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები.

magti 5g