ქვემო ქართლის პოლიციამ ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.