LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი რუსეთთან შეთანხმებას წყვეტს: “ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ არ იყო საიმედო პარტნიორი”

72
1642577196_LANDSCAPE_1280-1068x600

პოლონეთი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რუსეთთან 1993 წლიდან არსებულ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას წყვეტს, – ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანნა მოსკვამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ადასტურებს ვარშავის სწრაფვას გახდეს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი.

„პოლონეთი არღვევს „იამალის“ სახელმწიფოთაშორის 1993 წლის შეთანხმებას გაზზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაამტკიცა პოლონეთის ხელისუფლების განზრახვის სისწორე, გახდეს სრულიად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ არ იყო საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ანნა მოსკვამ. ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ ეს ბუნებრივი ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა პოლონეთისთვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა.

ლიეტუვამ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი შეწყვიტა

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი უკვე შეწყვიტა ლიეტუვამ. BBC-ის ინფორმაციით, ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის შესყიდვები, უკრაინისთვის “სოლიდარობის” გამოსახატავად და “რუსული ომის მანქანის” დაფინანსების შესამცირებლად ჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g