LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის საგარეო უწყებამ ჯაშუშობის ბრალდებით 45–მდე რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა – კრემლი ინფორმაციას ადასტურებს

101
BeFunky-collage (2)

რუსეთის ელჩმა სერგეი ანდრეევმა დაადასტურა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას ჯაშუშობის ბრალდებით, 45–ამდე დიპლომატის მიერ ქვეყნის დატოვების მოთხოვნის ნოტა გადასცა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული და რუსული მედია წერს.

რუსეთის ფედერაციის დიპლომატებმა პოლონეთი უნდა დატოვონ სხვადასხვა დროს, მაქსიმუმ ხუთი დღის განმავლობაში.

მანამდე, ასევე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ პოლონეთის ხელისუფლება ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45-მდე რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვდა.

გარდა ამისა, პოლონეთის მინისტრის პრესსპიკერმა და სპეციალური სერვისების კოორდინატორმა, სტანისლავ ზარინმა twitter-ზე დაწერა, რომ პოლონეთში რუსი ჯაშუში დააკავეს.

„პოლონეთის სპეცსამსახურებმა ჯაშუშობის ბრალდებით საჯარო მოსამსახურე დააკავეს. ის მუშაობდა რეესტრის ოფისში და რუსებს პოლონელი მოქალაქეებისა და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა,“ – წერს ზარინი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

magti 5g