LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში გამოიგონეს თავსაბურავი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს მეხსიერების გაუმჯობესებაში ეხმარება

103
Capture

პოლონეთის ქალაქ ლოძის კვლევითმა ჯგუფმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც თავსაბურავის ფორმისაა და ძილის დროს ტვინში მდებარე ვაგუსის ნერვს ასტიმულირებს. მოწყობილობა ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების მეხსიერებას აუმჯობესებს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება.

თავსაბურავი სახელწოდებით Vguard აგზავნის ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც სინქრონიზებულია პაციენტის ძილის რიტმთან – ძირითადად სწრაფი ძილის ფაზის დროს, რათა მოგონებების კონსოლიდაციას და კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. სისტემა მობილური აპლიკაციის საშუალებით იმართება.

ნევროლოგთა ჯგუფი 10 წლის განმავლობაში იკვლევდა ტვინის ნეირომოდულაციას როგორც ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატების ალტერნატივას, რამეთუ წამლები ჯერჯერობით ნაკლებად ეფექტიანია. შემდეგ ჩატარდა Vguard-ის კვლევები, რომლებიც სამიდან ექვს თვემდე გრძელდებოდა და მოიცავდა 50-ზე მეტ პაციენტს, დაავადების ადრეულ სტადიაზე. მეცნიერებმა დააფიქსირეს კოგნიტიური უნარების, სივრცეში ორიენტაციის, ამოცანებზე კონცენტრაციისა და ყოველდღიური აქტივობის შესამჩნევი გაუმჯობესება Vguard-ის გამოყენებისას.

მოწყობილობამ უკვე მიიღო ევროპაში სამედიცინო გამოყენებისთვის განკუთვნილი მარკირება, თუმცა გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები