პოლონურმა ლუქს ბრენდმა გამოუშვა მსოფლიოში პირველი სუნამო კარტოფილის არომატით. სიახლის შესახებ Polskie Radio წერს.
პარფიუმს სახელად „პოლონური კარტოფილი“ ჰქვია. მისი კომპოზიცია წარმოადგენს კარტოფილის არომატს ვარდის ელფერით.
კარტოფილი კულტურულად თუ ისტორიულად პოლონეთთან მჭიდრო კავშირშია და ტრადიციულ სამზარეულოში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
სუნამოს ავტორის შთაგონების წყარო გახდა ბავშვობა და მშობლიურ ქალაქში ტრადიციული ბაზრობები. „კარტოფილის არომატს იქ, 1980-იან წლებში გადავყავარ, ყოველ ოთხშაბათს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ბაზარში დავდიოდი ხოლმე და ეს დრო ყველაზე ბედნიერად მახსენდება.“
ახალი არომატის 50 მილილიტრიანი ფლაკონის ფასი 153 ევრო იქნება.