LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში კუების გამო ავიაბაზის მდებარეობას შეცვლიან

108
nuclear-power-plant-4535760_1280

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ავიაბაზის მდებარეობას კუების კეთილდღეობის გამო შეცვლის. ამის შესახებ Ceenergy news წერს.

ლუბლინის აეროპორტის სიახლოვეს სამხედრო ბაზის აშენების შესახებ პირველად მარტის თვეში გაჟღერდა. თუმცა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ მონიშნულ ადგილას ორასამდე გოფერი, ანუ მიწისზედა კუ ბინადრობს. ეს ქვეწარმავალი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაშია გავრცელებული და გადაშენების პირასაა.

სწორედ ამიტომ სამხედროებმა ბაზის სხვა ადგილას აშენება გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა კუები მშენებლობაზე ახდენენ გავლენას. 2012 წელს აეროპორტის საფრენი ბილიკი სწორედ მათ გამო გადაიტანეს სხვა ადგილას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები