LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში პლასტმასის ბოთლებზე და ალუმინის ქილებზე დეპოზიტის სისტემა შემოიღეს

104
pexels-mart-production-7767813-980x653

პოლონეთში ამოქმედდა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტის დაბრუნებას პლასტმასის და მინის ბოთლებზე, ასევე ალუმინის ქილებზე. ამიერიდან, მომხმარებელს ფაქტობრივად მხოლოდ სასმლის ღირებულების გადახდა მოუწევს, რადგან ბოთლის თუ ქილის ფული უკან დაუბრუნდება, წერს notes from Poland.

სისტემა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ამოქმედდა, გააფართოებს ძველ სისტემას, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი მინის ბოთლის შემთხვევაში ფუნქციონირებდა.

ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ უკან დააბრუნონ 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლები, 1 ლიტრამდე მოცულობის ალუმინის ქილები, ხოლო 2026 წლის იანვრიდან სიახლე 1,5 ლიტრიან მინის ბოთლებსაც მოიცავს.

დეპოზიტის თანხა იქნება:
0,50 ზლოტი (დაახლოებით 0,12 ევრო) პლასტმასის ბოთლებისა და ქილებისათვის;
1 ზლოტი (დაახლოებით 0,23 ევრო) მრავალჯერადი მინის ბოთლებისთვის.
დიდი სუპერმარკეტები ვალდებული არიან, ჭურჭელი ჩაიბარონ და მომხმარებელს თანხა აუნაზღაურონ.

ძირითადი ცვლილება ისაა, რომ დეპოზიტის დაბრუნებისთვის ბოთლის ან ქილის ჩეკის წარდგენაც აღარ იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ დეპოზიტური სისტემა ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში უკვე მოქმედებს. ამასთან, ევროპის რეგულაციის (PPWR) მიხედვით, 2029 წლისთვის პლასტმასის ბოთლებისა და მეტალის ქილების მინიმუმ 90% უნდა გადამუშავდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები