LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა  ცხოვრობს მშობლებთან – გამოკითხვა

113
sarah-kastner

პოლონეთში ახალგაზრდების დაახლოებით 40% კვლავ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ხოლო მათგან უმრავლესობა – 65%, უახლოეს მომავალში საცხოვრებლის შეცვლას არც გეგმავს. ასეთ ახალგაზრდებს შორის მამაკაცები ჭარბობენ: 58% მამაკაცია, ხოლო 42% – ქალი. საინტერესო გამოკითხვა polskie radio-მ გამოაქვეყნა.

მშობლების სახლში მცხოვრები ახალგაზრდების წილი პოლონეთში წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს მათი რაოდენობა 35% იყო, ხოლო 2005 წელს – 29%. როგორც წესი, საუბარია ახალგაზრდა პოლონელებზე, რომლებიც არ არიან დაქორწინებულები და არ ჰყავთ საკუთარი შვილები.

სახელმწიფო კვლევითი სააგენტო CBOS-ის სპეციალისტები, რომლებმაც გამოკითხვა ჩაატარეს, ახალგაზრდების ცალკე გადასვლის სურვილის არქონას საკუთარი ოჯახის შექმნისა და პასუხისმგებლობის აღებისთვის მოუმზადებლობას უკავშირებენ. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ სრულწლოვან შვილებს მშობლის სახლში კვლავაც ისეთივე ზრუნვა და მხარდაჭერა ხვდებათ, როგორც ადრე.

Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველზე ხშირად დამოუკიდებელ ცხოვრებას ფინელები ირჩევენ და მშობლიურ სახლსაც ყველაზე ადრე ტოვებენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები