LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული კურორტის მოსახლეობამ ტურიზმის შესაჩერებლად შიმშილობა დაიწყო

127
220b7fe36310ec7836be030ab1582d0a

ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეს მოსახლეობამ შიმშილობა დაიწყო, რათა მასობრივი ტურიზმი გაეპროტესტებინა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქტივისტები მიტინგზე გავიდნენ და განაცხადეს, რომ საკვებს არ მიიღებენ მანამ, სანამ კანარის კუნძულების ხელისუფლება მასობრივ ტურისტულ პროექტებს არ შეაჩერებს. მათ სიაშია ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ტენერიფეს ერთ-ერთ თავისუფალ პლაჟზეა დაგეგმილი. გაფიცულები ჩივიან, რომ მასობრივი ტურიზმი კუნძულს ანადგურებს, ზღვას აბინძურებს და ცხოვრების ღირებულებას ზრდის.



ამასთან, აქტივისტებმა დააზუსტეს რომ მათი აქცია ანტი-ტურისტული არ არის. მათ უბრალოდ მასობრივი შემოსევის შემცირება სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები