ინდონეზიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მდიდარი ტურისტებისთვის სპეციალური ვიზა შემოიღოს. სააგენტო Antara-ს ინფორმაციით, სიახლე 5-დან 10 წლამდე ვადით იმოქმედებს.
ქვეყნის მიგრაციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დიდი ოცეულის სამიტი ახალი სავიზო შესაძლებლობის გასაჟღერებლად საუკეთესო მომენტი იყო.
როგორც ჩინოვნიკმა დააზუსტა, „მეორე სახლის ვიზა“ შეძლებულ უცხოელებს ინდონეზიაში რამდენიმე წლით დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. მისი სამიზნე აუდიტორია კი ბიზნესმენები და ასაკოვანი ტურისტები არიან.
პროექტის მიზანი ქვეყანაში მილიარდებიანი აქტივების მოზიდვაა.
„მეორე სახლის“ ვიზის მფლობელი მოქალაქეები ინდონეზიაში ყოფნას მუშაობის, ინვესტიციის და სხვა სახის საქმიანობისთვის შეძლებენ. მოკლედ მათ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი რაც ადგილობრივ ეკონომიკას გარკვეულ სარგებელს მოუტანს.
განაცხადის შევსების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საბანკო ანგარიშზე მინიმუმ 131 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეთ.