LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელ ქვეითთა მარშრუტს შექმნიან

113
Screenshot 2024-06-13 170102

პორტუგალიაში აპირებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წრიული მარშრუტი შექმნან, რა თქმა უნდა, ქვეითებისთვის. მარშრუტის სიგრძე 3 ათასი კილომეტრი იქნება, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს რომ მთელი ქვეყანა ფეხით მოიარონ. სიახლის შესახებ Euronews წერს.

ბილიკის პირველი სექცია ივლისში ქალაქ ალენკერში, ლისაბონის ჩრდილოეთით გაიხსნება. ამის შემდეგ მშენებლობას შეუერთდება ალენტეჟუს რეგიონი და ტრაზ-უჟ-მონტიში.

მარშრუტის ბოლომდე დასრულების თარიღი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

როგორც წესი, პორტუგალიას ვიზიტორთა უმრავლესობა ლისაბონის და ალგარვეს რეგიონის მოსანახულებლად სტუმრობს. პროექტის ავტორები კი იმედოვნებენ, რომ ახალი მარშრუტი ხალხს ნაკლებად პოპულარული დანიშნულებების აღმოჩენაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის მეზობელმა ესპანეთმაც გადაწყვიტა საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის გახსნა და მის შემთხვევაში ბილიკი XIX საუკუნის რკინიგზას გაუყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები