LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს სოციალურ დახმარებას გადაუხდიან

114
Screenshot 2023-11-01 115516

2024 წლიდან პორტუგალიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს უმუშევრობის დახმარებას გადაუხდიან. ამის შესახებ The Portugal News წერს.

ამ დახმარების მიღების იმედი შეუძლია ჰქონდეს ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლად ოფიციალურადაა აღიარებული. პორტუგალიური კანონის მიხედვით, ასეთი სტატუსი სპეციალური დოკუმენტით დასტურდება და ამ დოკუმენტს სასამართლო პროცესის შემდეგ გასცემენ.

ამიერიდან, თუკი ეს ადამიანები სამუშაო კონტრაქტს საკუთარი ნებით გაწყვეტენ, ეს მაინც იძულებით უმუშევრობად ჩაითვლება და ყოველთვიურად ანაზღაურდება.

მთავრობის განმარტებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ხშირად არიან ფინანსურად სხვაზე დამოკიდებულები, ანდაც სამსახურს თავისი ნების წინააღმდეგ ტოვებენ. სოციალური დახმარება მათ ახალი და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება.

ამასობაში კი, ესპანეთში ქალებს აფრთხილებენ, თუკი მათი რომანტიკული პარტნიორი წარსულში ქალთა მიმართ ძალადობაში იყო შემჩნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები