LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიის სანაპიროებზე მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალა. ჯარიმა 36 ათას ევრომდეა

148
Screenshot 2023-07-20 115138

პორტუგალიის პლაჟებზე მაგნიტოფონების, დინამიკების თუ სხვა აკუსტიკური სისტემების წაღება აღარ ღირს. მათი გამოყენებისთვის ამიერიდან საკმაოდ სოლიდური ჯარიმა – 4 ათასი ევრო იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

პორტუგალიას სურს, რომ ხმაურის დაბინძურება შეამციროს და ადგილობრივებსა თუ ტურისტებს ბუნებით მშვიდად ტკბობის საშუალება მისცეს.

სიჩუმის დამრღვევებს 200-დან 4 ათას ევრომდე თანხით დააჯარიმებენ, იურიდიულ პირთა მიმართ კანონი კიდევ უფრო მკაცრი იქნება და ჯარიმის თანხა 2 ათასიდან 36 ათას ევრომდეა.

ტურისტების მიუღებელ ქცევას სხვა ევროპული ქალაქებიც ებრძვიან. მაგალითად, ამსტერდამში წითელი ფარნების ქუჩაზე მარიხუანის მოწევა აიკრძალა, ხოლო დუბროვნიკში საცურაო კოსტიუმით სიარული აღარ შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები