LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა

82
chexeti

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.პრემიერს ევროკავშირიდან მიღებული სუბსიდიის უკანონოდ გამოყენება ბრალდება.

გასულ პარასკევს პრესაში გაჟონა ევროკავშირის მოხსენების წინასწარმა ვერსიამ, რომელიც ამ ბრალდებას ადასტურებს.

ბაბიშს შესაძლოა, 17,5 მილიონი ევროს დაბრუნება მოსთხოვონ.

ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული გამოსვლები ჩეხეთში აპრილიდან მიმდინარეობს. 10 დღის წინ აქციაზე 50 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორების მონაცემებით, ამჟამად ვაცლავის მოედანზე 120 ათასი ადამიანი მივიდა. თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მაშინ ეს იქნება ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია პრაღაში ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ყოფილი კომუნისტი ანდრეი ბაბიში, რომელიც ქონების მიხედვით ჩეხეთში მეორე ადამიანია, ხელისუფლებაში 2017 წელს მოვიდა. მის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციების მიუხედავად, მისი პარტია 21,2%-ით პირველ ადგილზე გავიდა ევროპარლამენტის არჩევნებში. ბაბიში მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g