LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში საახალწლო ნაძვის ხეს 2 დეკემბერს აანთებენ

78

პრაღაში საახალწლო ნაძვის ხეს 2 დეკემბერს აანთებენ. ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს წელს სადღესასწაულო განწყობას 24 მეტრის სიმაღლის ნაძვი შეუქმნის. 66 წლის ხე ერთ-ერთ კერძო ნაკვეთზე მოჭრეს და პრაღაში რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საშობაო ხე ადგილობრივებმა ერთობლივად შეარჩიეს. მერიამ გამოაცხადა კონკურსი – „იძებნება ხე“, რომელშიც სულ 23 კონკურსანტი მონაწილეობდა და გამარჯვებული ასაკისა და სიმაღლის გათვალისწინებით შეარჩიეს. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ მცენარე სრულიად ჯანმრთელია, ამიტომ მის მთავარ მოედანზე აღმართვას ხელს არაფერი შეუშლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები