“პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმითვე, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად „პრაიდის“ კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“,- აღნიშნავს კალაძე.
ინფორმაციისთვის, 1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება.
