დაიანა როსი „გლასტონბერის“ ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია 77 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ გააჟღერა. ასევე, ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა სინგლი,I Still Believe გაავრცელა. კლიპში ის ენერგიულად ცეკვავს და შეუდარებლად გამოიყურება.
„საოცრად აღელვებული ვარ, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს მე და თქვენ გლასტონბერიზე შევხვდებით“, – წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, ფესტივალის კიდევ ერთი ჰედლაინერის ვინაობა ცნობილია. 19 წლის ბილი აილიში ისტორიაში შევა, როგორც „გლასტონბერის“ ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა წარმდგენი.
ბილი აილიში 2021 წლის „გლასტონბერის“ ფესტივალის ჰედლაინერი იქნება