LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls „გლასტონბერის“ ფესტივალისთვის გაერთიანდება და გოგონებს ვიკტორია ბექჰემიც შეუერთდება

256
Untitled.pngsdfs

Spice Girls-ის გულშემატკივრებისთვის ბრწყინვალე სიახლე გვაქვს. გოგონები „გლასტონბერის“, 2023 წლის ფესტივალისთვის გაერთიანდებიან და მათ შესაძლოა ვიკტორია ბექჰემიც შეუერთდეს. ეს მოხდება „ცხარე გოგონების“ მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი გამოჩენიდან, ზუსტად 27 წლის შემდეგ.

ამის შესახებ მელანიმ, გასულ კვირას, საკუთარი ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

Spice Girls ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილისთვის გაერთიანდება

ჯგუფი Spice Girls შესაძლოა ისევ გაერთიანდეს –  გოგონები დედოფლის იუბილეზე კონცერტის გასამართად მიიწვიეს

ცნობისთვის, ჯგუფმა გასულ წელს თავისი სადებიუტო სინგლის, Wannabe 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი ნამუშევარი, სასიყვარულო ბალადა, Feed Your Love გავრცელა. 2020 წელს კი გოგონებმა კონცერტი გამართეს, რომელმაც სტარტი დუბლინიდან აიღო. სცენაზე ემა ბანტონი, ჯერი ჰოლიველი, მელანი ბრაუნი და მელანი სი ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ და ენერგია არ დაიშურეს, რათა მსმენელისთვის საკუთარი ჰიტები გაეხსენებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები