როგორც ცნობილია, პოპ-ვარსკვლავი, გვენ სტეფანი უკვე 5 წელია ქანთრი მომღერალს, ბლეიკ შელტონს ხვდება. მიმდინარე წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ როგორც კი პანდემიის გამო ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ისინი დიდ ქორწილს გადაიხდიან.
როგორც ჩანს, გვენის კარიერასა და მუსიკალურ გემოვნებას რჩეულის გავლენა დაეტყო. ვარსკვლავმა სულ ცოტა ხნის წინ თავისი ლეგენდარული ჰიტის, Don’t Speak ქანთრი ვერსია გაავრცელა. კლიპის პრემიერა ჯიმი ფელონის შოუში შედგა. 51 წლის არტისტსი ქანთრი ალბომზე მუშაობს.
https://www.youtube.com/watch?v=_GzCLfPmx84&feature=emb_title
შეგახსენებთ, Don’t Speak 1995 წელს გამოვიდა, კომპოზიციამ ჯგუფ No Doubt-ს არნახული წარმატება მოუტანა.