LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: რობოტი ძაღლები და მოცეკვავე უცხოპლანეტელები – Coldplay-მ სიმღერაზე Higher Power შექმნილი კლიპი გაავრცელა

75
page

გასულ თვეს,  Coldplay-ის ახალი სიმღერის, Higher Power პრემიერა შედგა. ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ პრემიერებს, „კოსმოსური ჯგუფის“ ახალი ნამუშევარი პირველად კოსმოსში გაჟღერდა. პრემიერის დროს ჯგუფის წევრები და ასტრონავტი ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში ესაუბრებოდნენ. მოგვიანებით სიმღერა კოლექტივმა  Brit Awards 2021-ის გრანდიოზულ გახსნაზე შეასრულა.

 Coldplay-ის ახალი სიმღერის პრემიერა კოსმოსში შედგა

Coldplay-მ Brit Awards კოსმოსური სინგლით გახსნა – ნახეთ ჯგუფის ტრიუმფალური პერფორმანსი

სულ ცოტა ხნის წინ კი Coldplay-მ სიმღერაზე Higher Power შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეოში მოქმედება გამოგონილ პლანეტაზე სახელწოდებით Kaotica ვითარდება. კლიპში კრის მარტინთან ერთად იხილავთ რობოტ ძაღლებსა და მოცეკვავე უცხოპლანეტელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები