LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას პოლიტიკური ქულების დასაწერად აკისრებს და ხალხს უტიფრად ატყუებს: ნიკა სიმონიშვილი

53
ნიკა-სიმონიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „20 ივნისს დაუშინეს და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს“.

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პრემიერი 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას პოლიტიკური ქულების დასაწერად აკისრებს და ხალხს უტიფრად ატყუებს.

„პრემიერი ხალხს უტიფრად ატყუებს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტელევიზიაში ყოფილ პრემიერს აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას, მაგრამ დაზარალებულების პროცესზე შსს მოდის და იმას ამბობს, არაფერ შუაში ვართ ჩვენო. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, – წერს სიმონიშვილი.

magti 5g