LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით

81
saaa

“ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ხელი ჯერ არ მოუწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნაზე.

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

„არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.

ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.

ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები