LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია – ძალიან მეცოდებიან

140
Capture

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია“.

„დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა, თუ ერთმა მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან!

ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს მომზადებაა – იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან, მიატოვონ საქართველო; იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ამ ქვეყნის ეს მომავალი ჩვენია – ყველასი! მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით ახალი არჩევნებისთვის!

თუ რამეს ვხედავთ დღეს, ეს არის ის, რომ თქვენი, ახალგაზრდების დრო მოვიდა, რომ ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე ახალი არჩევნების დრო დადგება, რომელიც ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ეს დრო ნამდვილად მოდის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g