პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობას ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია.
„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ ვართ იმავე მხარეს, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა.
27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“.– აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას იმავე დღესვე გაუგზავნა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს.
