LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი გაიხსნას

1Y2A9671_5c165fe8d498c

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსება განიხილება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე დღეს იმსჯელეს პარტიის ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი საქმიანობას მალე შეუდგება და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

“ერთი-ერთი განსახილველი საკითხი იყო პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენტიცა, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შეხვდება. უახლოეს დღეებში, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული. ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ მხოლოდ და მხოლოდ ჯერ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები, ვიზიარებ და ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან, ერთად შემიძლია, თანაავტორადაც კი დავასახელო თავი – შესაძლებელია ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზე იყოს საუბარი”, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g