LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს“ – მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

199
Untitled design (3)

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაარღვიოს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს თავისივე ნათქვამს „არა და არასდროსს“, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი „არა და არასდროს“ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.

მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს მოწოდება მართებული არცერთ შემთხვევაში არ არის“.

„სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელების გავლება როცა ხდება, ეს მართებული არ არის. სალომე ზურაბიშვილი ისეთ რამეს თუ ჩაიდენს, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, როცა ვალერი გელაშვილი აცემინა და გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რა საკვირველია, ეს იქნება დანაშაული და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სარჯველაძე. დანაშაულის ჩადენა არც ერთ შემთხვევაშია გამართლებული. არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა მსჯავრდებისგან ადამიანის გათავისუფლებას ავტომატურად და მექანიკურად განაპირობებდეს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს მოწოდება მართებული არცერთ შემთხვევაში არ არის. უნდა გადააბიჯოს თუ არა პრეზიდენტმა მის განცხადებას – „არა და არასდროს“, მგონი, ეს ლოგიკურადაც აუხსნელია. პრეზიდენტის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ეს არასდროს მოხდება. არ მგონია, რაიმე ახსნადი მიზეზია, რის გამოც პრეზიდენტს შეუძლია ახსნას ის, თუ პოზიციას შეიცვლის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პოპულარულები