ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ოფიციალური ვიზიტით უელსში იმყოფებოდნენ, სადაც მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც დასავლური მედია წერს, ყველაზე მეტად კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს კაფე-სანაყინე მოეწონათ, სადაც მათ საყვარელი დესერტი დააგემოვნეს. ამ ვიზიტისას გაირკვა, რომ მეუღლეები ტკბილეულის დიდი მოყვარულები არიან, რადგან მათ თთქმის ყველა ტიპის ნაყინი და შოკოლადი მიირთვეს.
კაფეში ვიზიტამდე ქეითი და უილიამი ადგილობრივებს შეხვდნენ, სადაც მათ შესახვედრად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ქეითის ყოფილი მასწავლებლები სენტ-ენდრიუსის სკოლიდან.




