პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი დუბლინში ვიზიტის ბოლო დღეს სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. მეუღლეებმა ძალები ირლანდიური ეროვნული სპორტის სახეობაში, გელურ ფეხბურთში მოსინჯეს. ამ დღეს ქეით მიდლტონმა არჩევანი წითელი ფერის ნაქსოვ სვიტერსა და შავი ფერის სპორტულ შარვალზე გააკეთა.
ინტერნეტში დღეს მოხვდა კადრები, როგორც თამაშობს პრინცესა ქეითი გელურ ფეხბურთს და როგორია მისი ემოციები.





