პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მესამე შვილს, პრინც ლუის 2 წელი შეუსრულდა. კენსინგტონის სასახლემ ტრადიციულად ამ დღეს პატარა ლუის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოების ავტორი ამჯერადაც ქეით მიდლტონია და ისინი აპრილშია გადაღებული. ახალ ფოტოებზე პატარა პრინცი საოცრად ჰგავს თავის მამას. მას ხელები ფერადი საღებავებით აქვს შეღებილი და სახლის ფანჯრებთან პოზირებს, რაც ექიმების მიმართ პატივისცემის ნიშანია.
უნდა აღინიშნოს, რომ შვილიშვილს დაბადების დღე პრინცმა ჩარლზმაც მიულოცა და სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა.




