ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში დააფიქსირეს. ოჯახი სრული შემადგენლობით პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ოჯახი მანქანიდან ჩემოდნებს ალაგებდა. პრინც ულიამსა და ქეით მიდლტონს თან ახლდნენ შვილები და ძიძა. არც დაცვის წევრი, არც დამხმარე პერსონალი და არც მძღოლი აეროპორტში არ გამოჩენილან.
სტილის დედოფალი – ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ კაბაში 10 წლის წინ და ახლა
მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ოჯახი დასასვენებლად რომელიმე საგრაფოში გადაფრინდა. დაცვის გარეშე აეროპორტში გამოჩენა კი არავის გაჰკვირვებია, რადგან უილიამი და ქეითი ხშირად აფიშირებენ, რომ უბრალო ადამიანებივით ცხოვრობენ.
პლისე ქვედაბოლო და წითელი როლინგი – ქეით მიდლტონის მორიგ მოდური გამოსვლა
ქეით მიდლტონი „ზარას“ 120 დოლარიან კაბაში, რომელიც ბრენდის საიტზე სამ საათში გაიყიდა


