LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა  და ქეით მიდლტონმა კორონავირუსის გამო ხალხთან შეხვედრა არ გააუქმეს (ფოტო)

170
prnchhrswss

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამდღიანი ვიზიტით ირლანდიაში იმყოფებიან. ქვეყნიდან გამგზავრებამდე პროტოკოლმა სამეფო წყვილი საგანგებოდ გააფრთხილა უსაფრთხოების იმ ნორმებზე, რომელიც სხვა ქვეყანაში ვიზიტისას უნდა დაიცვან. საქმე ეხება კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და მის პრევენციას, რომლის მიხედვითაც უილიამსა და ქეითს ურჩიეს ხელის ჩამოთმევაზე უარი თქვან და ხალხთან შეხვედრები გადადონ. ამის მიუხედავად, სამეფო წყვილმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო და ყველა შეხვედრა გეგმის მიხედვით ჩაატარა.

პირველად პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ირლანდიაში ქვეყნის მთავარ პირებს შეხვდნენ, შემდეგ კი ხალხთან გადაინაცვლეს, სადაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები