LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

218
1C0495A2-7E48-45AF-AC55-ED02B0BE87B7-w1080-h608-s

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ პირველად გადაიბარა მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა, რაც დიდი პასუხისმგებლობა. ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდის პრიორიტეტებზე ისაუბრა. პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა ერთი საათი გაგრძელდა.

 

სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრიორიტეტებზე

„ჩემთვის პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ პირველად გადაიბარა მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა. ეს დიდი პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, კარგი შესაძლებლობაა. გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა დავით ზალკალიანმა წარმოგიდგინათ ჩვენი პრიორიტეტები: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. ეს პრიორიტეტები შეირჩა ჩვენი საზოგადოებების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე საფუძვლიანი დისკუსიის დაწყების მიზნით. იმედი მაქვს, შემდეგი 6 თვე გამოყენებული იქნება ჩვენი ერთობლივი მსჯელობისა და შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად“.

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი დადის (ვიდეო)


სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიაზე

„სამოცდაათი წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა ევროპამ მთლიანად გაიაზრა მშვიდობის ფასი, ნგრევისა და სასოწარკვეთილებიდან გამოსასვლელად შექმნა ევროპის საბჭო, რათა მიღწეულ იქნას წევრებს შორის მეტი ერთიანობა საერთო მემკვიდრეობის, იდეალების, პრინციპების შენარჩუნებისა და განხორციელებისთვის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიღებით შეიქმნა ორგანიზაციის საფუძველი და წესები მისი წევრი ქვეყნებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა გახდა ის სამი პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას.

მჯერა, რომ ევროპის საბჭოს თითოეული წევრი უნდა ემორჩილებოდეს ამ ორგანიზაციის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად დავეთანხმეთ საერთო სტანდარტებს, წესებს და, შესაბამისად, თანაბრად ვართ პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე, – იქნება ეს პატარა, თუ დიდი ქვეყანა, ძველი თუ ახალი დემოკრატია, განვითარებული, თუ განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკა. იმისათვის, რათა ორგანიზაცია იყოს სანდო და ეფექტიანი, თანაბარი მიდგომები, ობიექტური შეფასებები და გადაწყვეტილებათა სამართლიანი განხორციელება უნდა იყოს სავალდებულო პირობა”.

 

სალომე ზურაბიშვილი მთავარ გამოწვევებზე

„პროგრესსა და განვითარებას მოჰყვება ახალი საკითხები და გამოწვევები, რომლებთან გამკლავებასაც ინდივიდუალურად ვცდილობთ. სინამდვილეში, გამოწვევები, რომლებიც გლობალური ხასიათისაა და საყოველთაო შინაარსის მატარებელია, ერთობლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ევროპის საბჭო ის ადგილია, სადაც ჩვენ ვიკრიბებით, ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას ვუზიარებთ და თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ერთობლივ გამოსავალს ვპოულობთ. ევროპის საბჭო თანამედროვე საკითხებზე მუშაობს, აწესებს ახალ პრინციპებს, შეიმუშავებს კონვენციებს, რომლებიც შემდეგ ეროვნულ კანონმდებლობაში აისახება. ყველაზე რთული ნაბიჯი კი მათი განხორციელებაა. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი“.

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

 

საქართველოს მიერ არჩეულ საგარეო ორიენტაციაზე

„შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ. ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციის, ადამიანების გათავისუფლების, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი იყო.  გზა, რომელიც პასუხობდა ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ნებას; არჩევანი, რომელიც არ შეცვლილა და დღემდე რჩება ჩვენი შთაგონების წყაროდ, უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპაში ინტეგრაციასთან. ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა – გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად – საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. ჩვენ შევძელით წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარება, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ცვლილებები მოსახლეობისთვის ხშირად მტკივნეული იყო“.

100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა – ირაკლი კობახიძე

 

სალომე ზურაბიშვილი ქართულ მედიაზე

„ოპოზიციური არხის – „რუსთავი 2-ის“ საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა, – განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2-ის“ მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის – არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი დადასტურება იყო. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი 2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g