LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტი, რომლითაც ბავშვი არ უნდა ვასაუზმოთ

724

საუზმეს კვების რეჟიმში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ის გვამარაგებს აუცილებელი ნივთიერებებით, გვაძლევს ძალას და პოზიტივს მთელი დღისთვის. ბავშვისთვის, რომელსაც დღის განმავლობაში სკოლასა თუ ბაღში ბევრი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა უწევს, საუზმე შეუცვლელი და აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მხოლოდ სასარგებლო საკვებით ვასაუზმოთ. არსებობს პროდუქტები, რომლის მიღება უზმოზე არ შეიძლება, მშიერ კუჭზე მათი მიღება იწვევს გასტრიტს, სისხლში შაქრის დონის მატებას, დაღლილობას და ყურადღების გაფანტვას.

მშრალი საუზმე

3952002

სხვადასხვა სახის ხრაშუნა ფანტელი, შოკოლადის ბურთულები – ბავშვების უსაყვარლესი საჭმელია. ხშირად კი უფროსები მსგავს საუზმეზე შვილს უარს არ ეუბნებიან – სწრაფად მოსამზადებელი და გემრიელია, თუმცა, არა მარგებელი.

ამერიკელი პედიატრები ამბობენ, რომ მზა მშრალი საუზმე სრულებით არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. სპეციალისტებმა შეამოწმეს 80ზე მეტი კომპანიის წარმოებული პოპულარული ფანტელები და აღმოაჩინეს, რომ შაქრის შემცველობა პროდუქტის 56%-ს შეადგენს.

ტკბილი საკვების მიღება უზმოზე მავნებელია და სისხლში შაქრის შემცველობას მკვეთრად ზრდის. როდესაც შაქარი დაბლა იწევს, მაშინვე შიმშილის გრძნობა გვიჩნდება, ანუ, ფანტელებით დანაყრება, ფაქტობრივადმ შეუძლებელია, საათნახევრის შემდეგ თქვენი შვილი კვლავ მშიერი იქნება.

მშრალი საუზმის საუკეთესო ალტერნატივა ფაფებია. თუ ბავშვს არ მოსწონს ფაფა, დაუმატეთ ნიგოზი, თხილი, ჩირი, თაფლი.

 

უმი ბოსტნეული და ხილი

Fruits-and-Vegetables

მიუხედავად იმისა, რომ ხილი და ბოსტნეული ვიტამინების უმნიშვნელოვანესი წყაროა, დილით ადრე მიღება სადავო საკითხია, რადგან ხშირ შემთხვევაში კუჭის გაღიზიანებას იწვევს. შესაძლებელია, ბავშვს ჰქონდეს კუჭის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება.

ვაშლსა და ატამზე დილით უარს ნუ იტყვით, თუმცა უმჯობესია, აღნიშნული ხილი ბავშვს ფაფაში ჩაუმატოთ, ან საუზმის შემდეგ მისცეთ. მნიშვნელოვანი წესი : მსხალი, ციტრუსი და ბანანი არ მისცეთ ბავშვს უზმოზე, აღნიშნული ხილის ჭამა კვებიდან 1-2 საათის შემდეგ არის რეკომენდებული.

ფორთოხალში, მანდარინში, გრეიპფრუტსა და ლაიმაში არის მჟავა, რომელიც აღიზიანებს ცარიელ კუჭს, ამან კი, შესაძლოა, გასტრიტი და დიათეზი გამოიწვიოს.

რაც შეეხება ბანანს, კვლევებმ,ა აჩვენა, რომ მაგნიუმი,რომელსაც ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს, არღვევს კალციუმის და მაგნიუმის ბალანსს ორგანიზმში და გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს იწვევს.

საუზმეზე, ასევე, არ არის რეკომენდებული ბოსტნეულის სალათი, რადგან დილით კუჭისთვის ძნელად მოსანელებელია. კიტრი, პომიდორი და კომბოსტო, დილით მიღების შემთხვევაში, მუცლის შებერილობას იწვევს.
იოგურტი

yogurt_berries

იოგურტის და სხვა რძემჟავა პროდუქტების მიღება უმჯობესია საღამოს, რადგან დილით დიდი სარგებელი არ მოაქვს. საქმე იმაშია,რომ, მაგალითად იოგურტი შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და ეხმარება ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში. უზმოზე ჭამის შემთხვევაში, ეს ბაქტერიები მოხვდებიან კუჭის აგრესიულ მჟავიან გარემოში და დაიხოცებიან ისე, რომ ნაწლავებამდე ვერ მიაღწევენ. იმავეს თქმა შეიძლება კეფირზეც. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტების მიღება, უმჯობესია, დაძინებამდე 2 საათით ადრე. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ იოგურტი არ შეიცავდეს გემოს გამაძლიერებელს, კონსერვანტებსა და შემასქელებელს.

ხაჭოს პროდუქტები

PR20130115121011

ხაჭოს ტკბილი პროდუქტები, ხშირ შემთხვევაში, შეიცავს პალმის ზეთს, გემოს გამაძლიერებელს და შაქარს.
აღნიშნული ტკბილეული, შეგვიძლია, ბავშვს მივცეთ კვების შემდეგ, დესერტად.

ყავა

coffee-cup-120516

10-12 წლამდე ბავშვებისთვის ყავის მიღება არ შეიძლება, რადგან კოფეინს ორგანიზმზე არც ისე კარგი გავლენა აქვს, ბავშვი ხდება აღგზნებული, გაღიზიანებული და აგრესიული. ყავა, ასევე, იწვევს კუჭის და თავის ტკივილს, არღვევს გულისა და თირკმელების მუშაობას. ყავა უზმოზე უკუნაჩვენებია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც.

ჩაი ნაკლებად მავნებელია, თუმცა კოფეინს ისიც შეიცავს, ამიტომ მცირე რაოდენობით შეიძლება მიღება. საუზმეზე, შეგვიძლია, ბავშვს მოვუმზადოთ ხილის, ანდა ბალახის ჩაი, დავუმატოთ თაფლი და დარიჩინი.

 

ახლადგამომცხვარი ნამცხვრები

2338945318

ცხელი ფუნთუშა და პური ცარიელ კუჭში მოხვედრის შემდეგ საკვების გადამუშავების პროცესს არღვევს. ახალგამომცხვარი ცომეული შებერილობას და კუჭის სიმძიმეს იწვევს. ფუნთუშების და სხვა ცომეულის მიღება, უმჯობესია შუადღისას.

 

ბუტერბროდები

396_4

ბუტერბროდი უფროსებისთვის და ბავშვებისთვის საუზმის ერთ-ერთი საყვარელი სახეობაა. ყველით, ძეხვით, კარაქით,- ბიტერბროდის მომზადება სხვადასხვა პროდუქტით შეგიძლიათ, თუმცა ეს საუზმის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის.
კანადელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ბუტერბროდების მაღალი კალორიულობა ხელს უშლის სისხლძარღვების მუშაობას. წლებთან ერთად კი ცხიმი არტერიის კედლებთან გროვდება. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიტერბროდების მოყვარულები ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფში არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები